• slider img






საბავშვო სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ბავშვთა სტომატოლოგაში სპეციფიკური მასალები და მეთოდები გამოიყენება, რომლებსაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს მოზარდის ასაკის მიხედვით.

როგორც მოგეხსენებათ კარიესით უფრო მეტად ზიანდება კბილის საღეჭი ზედაპირები რომელსაც მბევრი ღარები და ჩაღრმავებები აქვს და შეუძლებელია მათი სრულფასოვნად გახეხვა. კბილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად შექმნილია მეთოდი, რომლის საშუალებითაც ახლად ამოსულ მუდმივ კბილებს ვფარავთ სპეციალური ლაქით, რომელიც წლების განმავლობაი იცავს კბილს კარიესისაგან. ამას ეწოდება ფისურების ჰერმეტიზაცია და სასურველია ჩაუტარდეს ყველა საღეჭ კბილს, ამოსვლისთანავე.