• slider img






თერაპია/ენდოდონტია

თერაპიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების მკურნალობას. კბილის გვირგვინის დეფექტი შეიძლება იყოს როგორც კარიესით, ისე არაკარიესული პროცესით ან ტრავმით გამოწვეული. მათი აღდგენა ხდება ბჟენის (რესტავრაციის) საშუალებით თითოეული კბილის ანატომიისა და ფუნქციური დატვირთვის გათვლისწინებით (ბიომიმეტიკური რესტავრაცია).

ენდოდონტია თერაპიული სტომატოლოგიის იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს კბილის ფესვის არხების მკურნალობას. ენდოდონტიური მკურნალობა შეიძლება დაგჭირდეთ თუ კბილის ტკივილი იწყება ცივზე ან ცხელზე და დიდხანს გრძელდება, ან იწყება უმიზეზოდ შეტევების სახით, თუ გაქვთ შეშუპება, ზოგჯერ ტკივილის გარეშეც, ჩირქგროვა ან ფისტულა ღრძილზე. თუმცა არის შემთხვევები, როცა არცერთი სიმპტომი არაა სახეზე.