• slider img






ესთეტიკური/სტომატოლოგია

კბილების გათეთრება.
კბილების გათეთრებისთის გამოიყენება როგორც ინდივიდუალური კაპები (სახლის სისტემა), ისე სხივით გათეთრება (ოფისის სისტემა). ორივე შემთხვევაში კბილის მინანქარზე მოქმედებს გამათეთრებელი გელის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტი -- წყალბადის ან კარბამიდის პეროქსიდი, რომლის დაშლის შედეგადაც გამოიყოფა ჟანგბადი. სწორედ ჟანგბადი აღწევს ქსოვილში და შლის პიგმენტებს. განსხვავება ამ ორი ტიპის გათეთრებას შორის მდგომარეობს გელის კონცენტრაციასა და მოქმედების ხანგრძლივობაში. შესაძლებელია გათეთრების პროცესის მართვა და ფერის ცვლილება 3-8 ტონით.

ვინირები
ვინირები სწორედ ის საშუალებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ ეგრეთწოდებული „ჰოლივუდის ღიმილის“ შესაქმნელად. ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის კბილის ფორმის, ზომის, ფერისა და დგომის კორექციას მინიმალური ინვაზიით ანუ ქსოვილის მინიმალური დანაკარგით. ვინირებით კარგად ინიღბება დაბზარული, ლაქებიანი ან დეფექტების მქონე კბილის მინანქარი. შესაძლებელია კბილის გადიდება ან, არასწორი დგომის შემთხვევაში, მცირედ შემობრუნებაც. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, ორთოდონტიულ მკურნალობას ანაცვლებს.