• slider img






ქირურგიული/სტომატოლოგია

ქირურგიული სტომატოლოგია ითვალისწინებს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას. კბილების ამოღება (ექსტრაქცია) ყველაზე ხშირი ქირურგიული პროცედურაა, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკაში სრულდება. ამოღება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი:
- კბილი დაშლილია ან მოტეხილია ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
- ფესვზე განვითარებული ინფექციური პროცესის მკურნალობა ვერ ხერხდება ენდოდონტიური გზით.
- კბილი ხელს უშლის სხვა კბილის ამოჭრას (მაგ. სარძევე კბილი).
- ხელს უშლის ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარებას.

ანესთეზიის წყალობით კბილის ამოღება უმტკივნეულოა. იგრძნობთ მხოლოდ ფიზიკურ ძალას პროცედურის განმავლობაში. ქირურგიულ განყოფილებაში ასევე ხშირია კბილის ფესვზე ჩატარებული მანიპულაციები (მწვერვალის მოკვეთა, კისტის ამოკვეთა). პირის ღრუში განვითარებული სხვადასხვა ჩირქოვანი პროცესების მკურნალობა ასევე ქირურგის პრეროგატივაა.