• slider img






ორთოპედიული სტოატოლოგია ახალი, ინოვაციური აპარატურის და მასალების ფართო არჩევანის წყალობით დიდი ნაბიჯებით ვითარდება. ჩნდება ახალი შესაძლებლობები პაციენტის მოთხოვნილებების და სურვილების შესასრულებლად.
კლინიკაში წარმატებთ ხორციელდება იმპლანტაციის შემდგომი პროთეზირება. იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, მასზე დამაგრებული ხელოვნური კონსტრუქცია კი ირჩევა პაციენტის სურვილის მიხედვით.
ა)ფაიფურის გვირგვინი მეტალის კარკასზე.მზადდება ქრომოკობალტის შენადნობისაგან, არ იჟანგება პირის ღრუში და გამძლეა ღეჭვით დატვირთვის მიმართ. კარკასი გარედან იფარება კერამიკის ფენით, რომელიც კბილს აძლევს ბუნებრივ ფერს და ფორმას
ბ)ფაიფურის გვირგვინი ცირკონის კარკასზე. კარკასი მზადდება ბუნებრივი ცირკნისაგან. იგი ბუნებრივად თეთრი ფერისაა და გამჭვირვალე. ასეთი გვირგვინი არ გამოირჩევა ბუნებრივი კბილისაგან.
ერთეულ შემთხვევაში ვიყენებთ მეტალის სხმულ გვირგვენებს, ღეჭვით ფუნქციის სრულყოფილად აღადგენის მიზნით. კბილის ფესვის კედლების სისუსტის დროს ვამზადებთ ჩანართს. ქრომ-კობალტის შენადნობისგან, ვერცხლის ან ცირკონისგან. იგი თავსდება კბილის ფესვში, რათა შექმნას მყარი საყრდენი გვირგვინისთვის.