• slider img






ორთოდონტია სტომატოლოგიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. მისი საშუალებით ხდება ბუნებრივი კბილების იდეალური დგომისა და წყობის მიღწევა. ეს ხდება ბავშვობის ასაკიდან კბილების ამოსვლის კონტროლის გზით, ან უკვე ამოსული კბილების გასწორების გზით.
ბრეკეტ-სისტემები
მოუხსნელი კონსტრუქცია შედგება კბილებზე დამაგრებული ბრეკეტებისაგან, რომელშიც მაგრდება რკალი, სპეციალური რეზინის რგოლებით. ბრეკეტ-სისტემა საკმაოდ მოხერხებულია როგორც პაციენტისათვის ისე ექიმისთვის, რადგან არ უშლის ხელს მეტყველებას, არ ცვლის გემოვნებას, ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას და იდეალური სიზუსტით ასწორებს კბილებს. ამ მეთოდით კბილების გასწორება ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს და თანაც მცირე დროში. კორექციაზე ვიზიტი ორთოდონტთან საჭიროა თვეში ერთხელ.