• slider img






რადიოვიზიოგრაფი არის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა, გადავიღოთ კბილის სურათი სპეციალური გადამცემზე, რომელიც გამოსახულებას გადასცემს კომპიუტერს.
რადიოვიზიოგრაფიის მინიმალური მოწყობილობა მოიცავს:
რენტგენის აპარატს;
გადამცემს (მას დაერთვის კომპიუტერული რენტგენული პროგრამა) კომპიუტერს.
სადენებიან ვიზიოგრაფებში გადამცემი უნდა მიადოთ გადასაღებ კბილს და რენტგენის აპარატის დახმარებით კეთდება სურათი, რომელიც გამოდის კომპიუტერის ეკრანზე.
უსადენო ვიზიოგრაფებში გადამცემი დამატებით თავსდება სპეციალურ სკანერში, რომელიც ამოიკითხავს გამოსახულებას და გამოსახავს კომპიუტერის ეკრანზე.
მოწყობილობის მოცემული კლასის ოფიციალური სახელწოდებაა "რადიოვიზიოგრაფი". ყოველდღიურ პრაქტიკაში მიღებულია სახელწოდება "ვიზიოგრაფი" . შემდგომში სწორედ ამ სახელწოდებას გამოვიყენებთ.
ვიზიოგრაფს ორი არსებითი უპირატესობა გააჩნია, სწორედ ამან განაპირობა მისი ფართოდ გავრცელება.
პირველ რიგში, მნიშვნელოვნად მცირდება პაციენტის დასხივება, რადგან გადამცემის მგრძნობელობა უფრო მაღალია, ვიდრე რენტგენის ფირისა.
და მეორე, სტომატოლოგი უკეთ აღიქვამს კომპიუტერის ეკრანზე გამოჩენილი კბილის დიდ და კონტრასტულ გამოსახულებას, ვიდრე რენტგენის ფირფიტაზე არსებულ პატარა და გადღაბნილ სურათს.
სტანდარტული რენტგენის გამოყენებისას სხივური დატვირთვა 10-ჯერ მცირდება ექსპოზიციის დროის შემცირების ხარჯზე - 0,8 წამიდან 0, 08 წამამდე.